ჯორჯ კენტის ვიზიტი საქართველოში

ვაშინგტონი საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს აქტიურად დააკვირდება – ეს არის ამერიკელი მაღალჩინოსნის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი.

თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე უნდა ჩატარდეს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჯორჯ კენტი პრეზიდენტობის კანდიდატების დემონიზების მცდელობას ასახელებს და მარათონში ჩართულებს მოუწოდებს, რეალურ მოწინააღმდეგეზე კონცენტრირდნენ. პოლიტიკურ ჯგუფებთან და მესამე სექტორთან შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ცივილურ დიალოგს ურჩევს.
კენტმა რამდენიმე გახმაურებული საქმეც შეაფასა, მათ შორის აფგან მუხთარლის საქმე.