ჯონ რეტკლიფის ვიზიტი რუსეთში

15:26, 28.08.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთში საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ვაშინგტონის მკაცრი შეფასება პირადად გაეზიარებინა და ომის დასრულების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ესაუბრა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. გამოცემის წყაროების ცნობით, რეტკლიფს სურდა, რუსეთის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ ახლა შეთანხმების მიღწევის დროა, ვიდრე ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. გამოცემის ინფორმაციით, რეტკლიფმა გზავნილი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს გადასცა.

მსგავსი