ჯონ რეტკლიფის შეთავაზება

12:19, 30.08.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვს ვიზიტისას, ომის დასრულების მიზნით, დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სამმხრივი სამიტის ჩატარება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, რეტკლიფის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევა, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ ამერიკის შუამავლობით უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს. 28 აგვისტოს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რეტკლიფის მოსკოვში მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის შეთავაზების შესახებ ზელენსკის აცნობეს. „აქსიოსის“ ცნობით, ზელენსკი იდეას მხარს უჭერდა, პუტინმა კი უარი განაცხადა.

მსგავსი