ჯო ვილსონის განცხადება

„ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს“, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც მანამდე ვთქვი: „ქართული ოცნების“ დეფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს“, – წერს ჯო უილსონი.