ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი ტრამპის შვილს და ადმინისტრაციის მომავალ წევრებს გააცნო, მათ შორის მომავალ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს, მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს. კონგრესმენმა ამ შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა:
„მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის – პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-ისა და საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“. ასევე მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის დონალდ ტრამპ უმცროსისთვის წარმედგინა. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც ამდენ სიკეთეს აკეთებენ მსოფლიოში,“ – წერს ჯო უილსონი.