კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ოქტომბერში პუტინისტური „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა, – განაცხადა მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, „რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და დამნაშავე პუტინისთვის ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს“.