პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება . ირაკლი კობახიძემ უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ ჩინეთისა და ირანის რეჟიმის მარიონეტულ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს უილსონი.