ჯო უილსონის განცხადება - შეფასებები

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი „მეგობარი აქტის“ აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ „ქართული კოშმარის“ რეჟიმის ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. „მეგობარი აქტი“ ახლავე,  – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში. ჯო უილსონის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.