ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა - გამოხმაურება

ბაიდენის გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ეხმაურება – აქცენტი საგარეო პოლიტიკაში მის მიღწევებზე კეთდება. გერმანიის კანცლერი წერს – „მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია. აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია.

აღნიშნულს გამოეხმაურა ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი. „მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდები მისი პრეზიდენტობის დარჩენილ პერიოდში ერთად მუშაობას. ვიცი, რომ ისე, როგორც ის მოღვაწეობდა მთელი თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში, ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის საფუძველზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესო იქნება ამერიკელი ხალხისთვის,“ – წერს ის სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია, ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით, – ასეთია კანადის პრემიერ-მინისტრის შეფასება. „როგორც პრეზიდენტი, ის არის კანადელების პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი. პრეზიდენტ ბაიდენს და პირველ ლედის ვეტყვი მადლობას“, – წერს ტრიუდო. კრემლში კი ამბობენ, რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის მერეც.