ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა

ომი უკრაინაში, ისევე როგორც ყველა სხვა ომი, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევს ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ნატო-ს გაფართოების საკითხზე და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის წამოწყებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

დატოვე კომენტარი