ჯო ბაიდენის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა უკრაინაში. ამის შესახებ ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პუტინმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უკრაინის დამორჩილება, ნატო-ს ერთიანობის დარღვევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე დაასახელა ის ორი ამოცანა, რომელიც დაისახა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ესენი იყო მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ომის თავიდან აცილება.