ჯო ბაიდენის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო ომის შემდეგ პალესტინის ადმინისტრაციამ უნდა მართოს. ამის შესახებ ჯო ბაიდენი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. „რადგან ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით, ღაზა და დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს ერთიანი მმართველობითი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ჯამში, აღორძინებული პალესტინის მმართველობის ქვეშ, რადგან ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპისკენ“, – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ პალესტინელების იძულებითი გადაადგილება ღაზის ტერიტორიიდან არ უნდა მოხდეს. ამავე სტატიაშია ბაიდენმა ერთმანეთს „ჰამასი“ და ვლადიმირ პუტინი შეადარა და თქვა, რომ ორივე მათგანი მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან.