ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით 6 000 პალესტინელს შეეხება. განცხადებაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ „7 ოქტომბერს „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმისა და ისრაელის სამხედრო პასუხის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“. სალივანმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ნაბიჯი აშშ-ში პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.