სატელეფონო საუბარი

ჯო ბაიდენი კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. საუბრის მიზეზი მძევლების გათავისუფლების პროცესის დროებითი შეწყვეტა იყო. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის განცხადებით, გუშინ ღამის განმავლობაში, პრეზიდენტთან ერთად, შტატების სხვა მაღალჩინოსნებიც მუდმივ კონტაქტზე იყვნენ ისრაელელ, კატარელ და ეგვიპტელ კოლეგებთან.