ჯო ბაიდენი იორდანიის მეფეს შეხვდა

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ექვსკვირიან პაუზას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, იორდანიის მეფესთან საუბრისას რაფაჰში არსებული ვითარება განიხილა. მისივე თქმით, არ შეიძლება რაფაჰში მიმდინარეობდეს რაიმე ოპერაცია სანდო გეგმის გარეშე, რადგან ეს ქალაქი მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავშესაფარია და მათ დაცვა სჭირდებათ. ამასთან, იორდანიის მეფის განცხადებით, უკვე მილიონზე მეტი ადამიანია დაზარალებული და ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს.