ჯო ბაიდენი - 46-ე არჩეული პრეზიდენტი

საერთაშორისო მედიის პროგნოზების მიხედვით, შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ამის შესახებ მედიასაშუალებებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც პენსილვანიაში ბაიდენსა და ტრამპს შორის მიღებული ხმების სხვაობა გაიზარდა. ბაიდენმა სიტყვით მოქალაქეებსაც მიმართა და შეერთებული შტატების საზოგადოების გაერთიანების პირობა დადო. ბაიდენს უკვე მიულოცეს გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა. მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი, ჯერ დამარცხება არ უღიარებია. ის აცხადებს, რომ შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება.

მოამბე