სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შაჰინი წერს: „მე ვგმობ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმდინარე ძალადობას პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე ბოლოდროინდელი თავდასხმა ადასტურებს დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ განგრძობად მტრულ დამოკიდებულებას,“ – წერს სენატორი.