ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონია

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვაზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის ცერემონიას აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ჯო ბაიდენის თქმით, „კარტერის ცხოვრებამ ასწავლა, რომ ხასიათის სიმტკიცე მეტია, ვიდრე ტიტული ან ძალაუფლება“. დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც ბარაკ ობამას გვერდით იჯდა. ობამასთან ახლოს ისხდნენ ლორა და ჯორჯ ბუშები, ასევე ჰილარი და ბილ კლინტონებიც. დაკრძალვაზე იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ჯიმი კარტერი 29 დეკემბერს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარტერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას 1977-დან 1981 წლამდე იკავებდა.