ჯიმ რიშის განცხადება

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – წერს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში. „საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ“, – აღნიშნავს ჯიმ რიში.