ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

18:34, 09.06.2025

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების მორიგ პროცესზე, პროკურატურის ოთხი მოწმე-გამომძიებელი დაიკითხა. ერთ-ერთი მოწმის გამომძიებელ გიორგი მაჭარაშვილის ჩვენებით ვიდეო გაშიფრა, სადაც ამოიცნო სავარაუდოდ ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც პოლიციელების მისამართით ფოიერვერკებს ისროდა. ადვოკატის განმარტებით, ვიდეოში რომელიც მოწმემ დაათვალიერა არ ჩანან პოლიციელები. აღნიშნულმა მოწმემ თქვა, რომ გაჩხრიკა ვეფხია კასრაძის სახლიც და არ ჰქონდა ვალდებულება ჩხრეკაზე მეზობლები დაესწროთ, რაც კასრაძემ გააპროტესტა და მოწმე პროცედურების დარღვევაში დაადანაშაულა. ზვიად ცეცხლაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული, კიდევ 7 პირის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა დაწყებულ პროცესზე შესვლას, რისი შესაძლებლობაც მანდატურის თანამშრომლებმა არ მისცეს. მანდატურებმა აქტივისტს დაპირისპირების შემდეგ სასამართლო შენობა დაატოვებინეს.

მსგავსი