ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 30 წლის პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 30 წლის პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული ნიღბიანი თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებულ პირს.

თავდამსხმელებმა ქალს სიცოცხლის მოსპობის მუქარით  40 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაული, 14 000 ლარი, 100 000 რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ.

პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულს 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.