მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ისინი აქციის დროს დაზარალებული სამართალდამცველები იყვნენ, რომლებმაც გაიხსენეს, თუ რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები. აღნიშნული მოწმეები დაკითხეს თავად ბრალდებულებმაც. ასევევ სხდომაზე მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ხმაური სხდომაზე მოწმის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის მოძალადეების დაძახებას მოჰყვა, შედეგად კი – მოსამართლემ ერთ პირს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. შეგახსენებთ, ნოემბერ-დეკემბერში მიდმინარე აქციების ფარგლებში დაკავებულ 11 პირს, პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.