ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების საქმე
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.
მოუსმინეს ბრალდების მხარის ოთხ მოწმეს. მათ შორის ორი დაზარალებული სამართალდამცველი და ორი ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი იყო. ძირითადი კითხვები შეეხებოდა თუ დაინახეს კონკრეტული პირები, რომლებმაც სხვადასხვა საგნები ესროლეს. ასევე ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა ჩხრეკის ჩამტარებელ ერთ-ერთ პირს ჰკითხა, დაარღვია თუ არა მისი უფლებები ჩხრეკისას. დღევანდელ სხდომაზე ასევე უნდა დაიკითხოს ორი სამართალდამცველი. შეგახსენებთ საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.