ჯგუფი „ეგარის“ ტურნე რეგიონებში

15:24, 28.06.2026

პროექტ „საზაფხულო ტურნეს“ ფარგლებში ჯგუფი „ეგარი“ რეგიონებს ესტუმრა. ამჯერად, მუსიკოსებმა კონცერტები წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართეს და მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამა წარადგინეს. კონცერტებს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი ტურნეები ანსამბლმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წლებშიც მოაწყო.

მსგავსი