ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში

12:29, 11.10.2026

უკვე მეათედ, კახეთი ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. მუსიკისა და ღვინის მოყვარულებს ღონისძიებამ ტრადიციულად წინანდლის მამულებში უმასპინძლა, სადაც ფესტივალი ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა. წლევანდელ ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა მარნის ღვინოები, გაეცნონ ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას და ღვინის კულტურა განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ. ფესტივალის გასტრონომიულ ნაწილს იტალიური სამზარეულოც დაემატა. ფესტივალი: „ჯაზ ენდ ვაინ” მუსიკას, ქართულ მეღვინეობასა და გასტრონომიას აერთიანებს.

მსგავსი