ჯაზფესტივალი

21:55, 28.02.2019

თბილისში ჯაზის დღეები იწყება.

კონსერვატორია ჯაზფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სწორედ დიდ დარბაზში მიმდინარეობს პირველი კონცერტი.

სცენაზე სხვადასხვა კომპოზიციას ქართველი ჯაზშემსრულებლები კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად ასრულებენ.

ხვალ და ზეგ ქართული სცენა ოცი გრემის მფლობელს, ცნობილ მუსიკოს პეტ მეთინის დაეთმობა.

მსგავსი