ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“

საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი ჩამოდის.

ივლისში ქართველი მსმენელისთვის ჯასტინ ტიმბერლეიკი იმღერებს. 30-წლიანი კარიერა, გრემის 10 ჯილდო და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 54 მილიონი ალბომი – პოპ-მუსიკის ცნობილი შემსრულებლის, პროდიუსერის, კომპოზიტორისა და მსახიობის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 8 აპრილიდან დაიწყება.