ჯაშუშური სკანდალი იტალიაში

რუსეთი მორიგ ჯაშუშურ სკანდალში გაეხვა.

დაკავებულია იტალიელი კაპიტანი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის საელჩოს თანამშრომელს გადასცემდა. გამოძიებამ ბრალდებული დანაშაულის ადგილზე დააკავა. კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას აწვდიდა იტალიელი სამხედრო რუსეთს უცნობია, თუმცა სკანდალს უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია რომში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვი მტრულ ქმედებაში დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ერთი კვირის წინ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები დააკავეს ევროკავშირის წევრ ბულგარეთშიც. პარალელურად, ნატო სამხედრო ბლოკის საზღვრებთან ახლოს რუსული ავიაციის გააქტიურებაზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი