„ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია 

12:15, 09.08.2026

კოჯორში პროექტის, „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

მერვე როტაციის მონაწილეებს სერტიფიკატები, საჩუქრები, ხოლო პროექტის მონაწილე უწყებების წარმომადგენლებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ. პროექტში საქართველოს მასშტაბით მე-9–მე-10 კლასების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მსგავსი