ჯანსუღ კახიძე 90 

21:59, 23.05.2025

ცნობილი ქართველი მაესტროს, ლოტბარის და არაერთი კინომუსიკის ავტორის მრავალფეროვან შემოქმედებას დაეთმობა – ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტები.

საიუბილეო საღამოები 24 და 25 მაისს მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება. თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით აუდიტორიას ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ნაწარმოებების ახლებურ ვერსიებს წარუდგენს. რამდენიმე კომპოზიცია ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით შესრულდება. საზოგადოება ასევე იხილავს უნიკალურ კადრებს გამორჩეული ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებიდან.

მსგავსი