ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადებიან. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერების ახლებური ვერსიები მომზადდა, რომლებსაც მსმენელი შეკვეთილში 17 აგვისტოს პირველად მოისმენს.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე ცნობილი საესტრადო შემსრულებლებიც იდგებიან.

თბილისში მიმდინარე რეპეტიციას დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დაესწრო.