ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

15:31, 16.01.2022

სპორტსმენი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ჯანო ბაგრატიონი, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მათ შორის, კულტურის მინისტრი იმყოფებოდნენ. ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

მსგავსი