ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს მცხეთაში საცხოვრებელი ბინები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ 120 დევნილ ოჯახს მცხეთაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოყო.