ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ მეცნიერსა და აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი. ამასთან ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.