ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთში
თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, გაძლიერდა დაავადებების მონიტორინგი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოხდა კლინიკების დაფინანსების სისტემის ცვლილება და მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარი დაწესდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა.