ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი სამეგრელოში. დისკუსიის მონაწილეებმა „კოვიდ-19“-ის მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე, ინფიცირების შემთხვევების დინამიკასა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. მინისტრის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას. ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდზე, ვაქცინაციის ცენტრსაც დაათვალიერებს.

დატოვე კომენტარი