ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს, თუ როგორ უნდა შეიქმნას ბაზარზე საუკეთესო საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკა. სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. შეხვედრაზე არსებული საჭიროებები განიხილეს.

ცვლილება გულისხმობს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემის გაუმჯობესებას.