ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან, მას შემდეგ, რაც გარკვეული დეტალები დაზუსტდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზოგიერთი პირი პაციენტის და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, ამიტომ ამ სიყალბეს ფარდა აეხდება.