ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და ცხელი ხაზის მუშაობას გაეცნო. ზურაბ აზარაშვილმა პანდემიის პირობებში პლატფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ გადამზადებული ექიმები, უმცროსი ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების მონიტორინგს და მეთვალყურეობას დისტანციურად ახორციელებენ.„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“  შენობაში განთავსებისთვის და პანდემიის პირობებში გაწეული თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა სეუ-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

მოამბე

დატოვე კომენტარი