ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში 

21:12, 29.04.2026

ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში – მიხეილ სარჯველაძეს დღეს ოპონენტების მწვავე კითხვების და მძიმე ბრალდებების მოსმენა მოუხდა.

ინტერპელაციის ფორმატი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლების საპროტესტო აქციებს დაემთხვა. სწორედ ამ თემას დაეთმო დღევანდელი გამოსვლების ძირითადი ნაწილი. მინისტრმა ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა ის შესაძლო მძიმე რისკები, რაც სამინისტროს პოზიციით, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ რამდენიმე მედიკამენტს თან ახლავს. დასახელდა პრეპარატების უკან გაწვევის მაგალითებიც. წამლების ეფექტურობაში დასარწმუნებლად უწყება მარეგულირებელ ორგანოებთან და ექსპერტებთან კომუნიკაციას და კვლევებს განაგრძობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისადმი დამოკიდებულება არ იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც მინისტრი მწვავედ გააკრიტიკეს. ოპონენტებმა ჯანდაცვის უწყების პირველ პირს წამლების მაღალ ფასებზე, სამედიცინო სერვისების დაბალ ხარისხსა და დაბალ ხელმისაწვდომობაზეც მიუთითეს.

მსგავსი