ჯანდაცვის მინისტრი ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა

ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძე მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო და მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ.

აქცენტი გაკეთდა ავარიულ საბავშვო ბაღზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ ბაღში 120-მდე აღსაზრდელი მალე შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. ამას გარდა, რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც.