ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელში

ჯანდაცვის მინისტრმა „ბავშვთა სოფელში“ მცხოვრებ მოზარდებს, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, დღეიდან ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით, 150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.​