ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა საავადმყოფოში

ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრა.

მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, მისივე თქმით, გაგრძელდება იმ პროგრამების გაფართოება, რომლებიც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.