ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

12:41, 20.02.2026

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი; მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს; დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები; შშმ პირებისთვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი. ამჟამად, სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე – იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზირებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა.

მსგავსი