ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე

ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. იმსჯელეს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ჩვენებაზე. დაცვის მხარის განმარტებით, მოწმის ჩვენებით მტკიცდება, რომ საეჭვო ტრანზაქციას ადგილი არ ჰქონია.

პროკურორის თქმით, ბუცხრიკიძე მოწმეთა სიიდან ბრალდებამ ამოიღო, რადგან საქმესთან შემხებლობა არ აქვს და, შესაბამისად, ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებდა.