ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

15:30, 09.10.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული. ასევე აღინიშნება წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღე.

სადღესასწაულო ლიტურგია თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა, რის შემდეგაც ტაძრის გარშემო საზეიმო ლიტანიობა მოეწყო. ქადაგებისას მეუფე შიომ იოანე ღვთისმეტყველის გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრა.

მსგავსი