იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ვაკანტურ პოზიციებზე მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე გუშინ აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი კანდიდატურა თავად დააყენა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ინიშნებიან.