იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა – რა ინიციატივებით გამოდიან საბჭოს წევრები

12:12, 26.03.2018

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისას, გათვალისწინებული იყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეებზე და ასევე სასამართლოების თავმჯდომარეები ახალი წესით აირჩნენ – ამ ორი წინადადების დაყენებას აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. ის ფიქრობს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები 3 წლით უნდა ინიშნებოდნენ.

მანამდე კი სხდომაზე განიხილეს სასამართლოს ახალი შენობის საკითხი, რაზეც არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს კითხვები აქვს. საერთო ჯამში, საბჭო 8 საკითხს განიხილავს. რა წინადადებები აქვთ საბჭოს წევრებს, გიორგი კობერიძე გაგვაცნობს, რომელიც საბჭოს სხდომას ესწრება.

 

მსგავსი