იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევა
ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევად, პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობაზე 5 განაცხადია შემოსული. ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, 11 ივლისს კი კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება. პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნად ერთი კვოტა აქვს. ამ დროისთვის ამ თანამდებობას თამარ ღვამიჩავა იკავებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 22 ივლისს ეწურება. მას შემდეგ, რაც კომისია პრეზიდენტს კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას წარუდგენს, რომელსაც რეკომენდაციის ხასიათი აქვს, პრეზიდენტი არაუგვიანეს 15 ივლისისა, საბჭოში ახალ წევრს დანიშნავს.