იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრას მართავს.

საბჭოს, 43 ვაკანტურ ადგილზე არჩევანის გაკეთება, 72 კანდიდატს შორის მოუწევს. მსურველებს შორის არიან როგორც საბჭოს მოქმედი წევრები, ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სადავო სიაში დასახელებული პირები, გახმაურებული საქმის მოსამართლეები.

საბჭოს არამოსმართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, მართლმსაჯულების სისტემაში კლანის წევრების გადალაგებას წარმოადგენს და კონკურსთან მას არაფერი აქვს საერთო.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.